ნილ არმსტრონგი
ნილ არმსტრონგი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1930 |
დაბ. ადგილი | უაპაკონეტი, ოჰაიო, აშშ |
გარდ. თარიღი | 25 აგვისტო, 2012 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ცინცინატი, ოჰაიო, აშშ |
ქვეყანა | აშშ |
სამხედრო წოდება | უმცროსი ლეიტენანტი |
ექსპედიცია | ჯემინი 8, აპოლო 11 |
ნილ არმსტრონგი (ინგლ. Neil Armstrong; დ. 5 აგვისტო, 1930, უაპაკონეტი, ოჰაიოს შტატი, აშშ — გ. 25 აგვისტო, 2012, ცინცინატი, ოჰაიოს შტატი, აშშ) — ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის ინჟინერი. ნილ არმსტრონგს აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი. 1972-1979 წლებში იყო აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი ცინცინატის უნივერსიტეტში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947-1952 წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. განახორციელა 78 საბრძოლო გაფრენა კორეის ომში. 1962 წელს ჩაირიცხა ასტრონავტთა ჯგუფში. 1966 წლის 16 მარტს მისი მეთაურობით დედამიწის გარშემო ორბიტაზე გავიდა ხომალდი ჯემინი 8. მან 10 საათი და 40 წუთი დაჰყო კოსმოსში და შვიდჯერ შემოუფრინა დედამიწას. 1962 წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ.
1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას აპოლო 11 ედვინ ოლდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინზთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. 1969 წლის 16 ივლისს „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი ფლორიდაში და 4 დღეში, 20 ივლისს (თბილისის დროით 21 ივლისი, 6 სთ და 19 წთ) დაეშვა მთვარის სიწყნარის ზღვაზე. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოვიდა ხაზზე: „ჰიუსტონ, სიმშვიდის ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“
21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:
- „That's one small step for man, one giant leap for mankind.“[1]
- „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“
19 წუთის შემდეგ მას უერთდება ე. ოლდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავა აშშ-ს სახელმწიფო დროშა. შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს (თბილისის დროით 20 სთ და 50 წთ), თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 581.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლინგვისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არმსტრონგმა გამოტოვა არტიკლი „a“ ფრაზაში: „one small step for a man“. Pallab Ghosh (3 ივნისი, 2009). „Armstrong's 'poetic' slip on Moon“ (html). სამეცნიერო კორესპონდენცია (ინგლისური). გაერთიანებული სამეფო: BBC. BBC News. p. 1. 8081817. ციტირების თარიღი: 2009-06-4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)