შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ბოსტონი
ბოსტონი
ბოსტონიმასაჩუსეტსის თანამეგობრობის დედაქალაქი აშშ-ში. ის ასევე ახალი ინგლისის რეგიონის უდიდესი ქალაქი და არაოფიციალური დედაქალაქია. ბოსტონი ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ქალაქია აშშ-ში. მისი ეკონომიკა ეყრდნობა განათლების, ჯანდაცვის, ფინანსებისა და ტექნოლოგიის სფეროებს. ბოსტონს მრავალი მეტსახელი აქვს. ქალაქი მაღლობზე მომდინარეობს მასაჩუსეტსის უბის კოლონიის გუბერნატორის ჯონ უინთროპის მიზნიდან შეექმნა ბიბლიური „ქალაქი მაღლობზე“, ის ასევე მიუთითებს ბოსტონის მთავარ სამ შემაღლებაზე. ბინტაუნი მიუთითებს ადრეულ ბოსტონელ ვაჭართა ჩვევაზე, რომლებიც ლობიოს შეჭამადს ამზადებდნენ მოლასეს ბლანტ წვენში.

დღის სურათი

ველური ბუნების პარკი, დიულმენი, გერმანია
ველური ბუნების პარკი, დიულმენი, გერმანია
ველური ბუნების პარკი, დიულმენი, გერმანია

სიახლეები

პაეტონგტარნ შინავატრა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


17 სექტემბერი — ამ დღეს...

ანრი III
ანრი III
  • 1577 : ანრი III-მ (სურათზე) ჰუგენოტებთან ბერჟერაკის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
  • 1630 : აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში ქალაქი ბოსტონი დაარსდა.
  • 1787 : კონტინენტური კონგრესის წევრებმა ფილადელფიაში აშშ-ის კონსტიტუციას მოაწერეს ხელი.
  • 1809 : შვედეთი და რუსეთი დაზავდნენ ფინეთის ომში; ფრიდრიკსჰამნის ხელშეკრულებით ფინეთის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში გადავიდა.
  • 1939 : მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას შეუერთდა პოლონეთზე თავდასხმაში.
  • 1978 : ისრაელმა და ეგვიპტემ კემპ-დევიდის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • 1991 : ლინუს ტორვალდსმა ლინუქსის კოდი გამოაქვეყნა.
  • 2004 : ტამილური ენა პირველ კლასიკურ ენად გამოცხადდა ინდოეთში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი