შინაარსზე გადასვლა

XQuery

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

XQuery (XML Query) — მოთხოვნათა და ფუნქციური პროგრამირების ენა, რომელიც განკუთვნილია XML, JSON, ჩვეულებრივი ტექსტის ან სხვა დომენ-სპეციფიკური ფორმატის სტრუქტურირებულ და არასტრუქტურირებულ მონაცემებთან სამუშაოდ. ენის შემუშავებას ხელმძღვანელობს W3C-ს შემადგენლობაში შემავალი „XML Query სამუშაო ჯგუფი“. შემუშავების პროცესი მჭიდრო კავშირშია XSLT-ის შემმუშავბელ ჯგუფთან XSL Working Group; ეს ორი ჯგუფი ერთობლივად პასუხისმგებელია XPath-ზე, რომელიც XQuery-ს ნაწილია.

2007 წლის 23 იანვარს XQuery 1.0-მა მოიპოვა W3C Recommendation სტატუსი; 2014 წლის 8 აპრილს იგივე სტატუსი მოიპოვა XQuery 3.0-მა, ხოლო 2017 წლის 21 მარტს W3C Recommendation სტატუსი მოიპოვა XQuery 3.1-მა.

ვიკიციტატა
„XML Query-ს სამუშაო ჯგუფის მისია მდგომარეობს მსოფლიო აბლაბუდაში რეალური და ვირტუალური დოკუმენტებიდან მონაცემების ამოსაღებად მოთხოვნების მოქნილი ხელსაწყოს მიწოდებაში, რაც საბოლოოდ, უზრუნველყოფს აუცილებელ ურთიერთქმედებას ვებ-სამყაროსა და მონაცემთა ბაზებს შორის.[1]
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

The mission of the XML Query working group is to provide flexible query facilities to extract data from real and virtual documents on the Web, therefore finally providing the needed interaction between the web world and the database world.