შინაარსზე გადასვლა

შვედური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედური ენის არეალი

შვედური ენაშვედების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანიკულ ჯგუფს. შვედურ ენაზე საუბრობენ შვედეთში და ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალანდის კუნძულების გასწვრივ. მოლაპარაკეთა რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. შვედური ენა ახლოს დგას ნორვეგიულ ენასთან, შედარებით განცალკევებულია დანიურისგან. დანარჩენი გერმანიკული ენების მსგავსად შვედურიც ძველნორდიკულიდან იღებს სათავეს. ან ენაზე საუბრობდა გერმანიკული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვიკინგების ეპოქაში

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: > 10 მლნ
  • ენის კოდი: sv
  • სახელწოდება: sv svenska; en Swedish; eo sveda
  • დამწერლობა: ლათინური

ენები, რომლებზეც დღევანდელ სკანდინავიაში ლაპარაკობენ, განვითარდა ძველსკანდინავიურისგან. ვაჭარ-ვიკინგები ენას მთელს ევროპაში ავრცელებდნენ. დასავლეთით კუნძულ ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწიეს, აღმოსავლეთით თანამედროვე რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებს. შეიძლება ითქვას, რომ ძველსკანდინავიური ენა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. სკანდინავიურთაგან სამი კონტინენტური ენა - შვედური, დანიური და ნორვეგიული 1050 წლამდე თითქმის ერთ ენას წარმოადგენდა, შემდეგ კი გაყოფა იწყო. მოგვიანებით უკვე ქვემოგერმანულის გავლენა ძლიერდება, განსაკუთრებით, ჰანზას დაქვემდებარებულ ქალაქებში. შვედეთის სახელმწიფოს სტანდარტული სადამწერლობო ენა სვეებისა და იოტების დიალექტებზე ჩამოყალიბდა. შვედური ენა სერიოზულ ფორმირებას XIV საუკუნიდან იწყებს, როდესაც ქვეყნის სათავეში მაგნუს II ერიქსონი დგას. თანამედროვე სალაპარაკო შვედურის სტანდარტი XIX საუკუნეში განისაზღვრა, რასაც წინ უძღვოდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. საბოლოო შტრიხები კი 1920-იან წლებში შეიძინა რადიომაუწყებლობის დაწყებასთან ერთად.

თანამედროვე ლიტერატურული ნორმა ჩამოყალიბდა სტოკჰოლმისა და მელარენის ტბის ოლქის დიალექტების საფუძველზე. მე-18 საუკუნეში სტოკჰოლმის დიალექტმა მთლიანად განდევნა რეგიონული დიალექტები. შვედური ენის დიალექტები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთელი რიგი ნიშნებით.

ოფიციალური ენა:

  1. ფინეთი - ფინურთან ერთად.
  2. შვედეთი
  3. ევროპის კავშირი

გავრცელების არეალი:

ნორვეგია, დანია, აშშ, კანადა.

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: God dag; Hejsan
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Välkommen
  • გმადლობთ: Tack; Tackar så mycket
  • კი / არა: Ja / Nej
  • გეთაყვა: Tack; Varsågod
  • ნახვამდის: Adjö; Hej då

რიცხვები

  • 1 - en, 2 - två, 3 - tre, 4 - fyra, 5 - fem, 6 - sex, 7 - sju, 8 - åtta, 9 - nio, 10 - tio

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]