წლის ადამიანი (Time)
წლის ადამიანი | |
წარადგენს | Time |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1927 |
ბოლოს გადაეცა | 2021 |
მიმდინარე მფლობელი | ილონ მასკი |
time.com/poy |
---|
„წლის ადამიანი“ (ინგლ. Person of the Year, 1999 წლამდე Man of the Year[1]) — ამერიკული ჟურნალ Time-ის ყოველწლიური ნომინაცია, რომელზეც წარდგენილი შეიძლება იყოს პიროვნება, ჯგუფი, იდეა თუ ობიექტი, რომელიც წლის მოვლენებში მონაწილეობდა.[2] ნომინაციის წარდგენა ხდება დეკემბრის თვის უკანასკნელ ნომერში. წლის ადამიანის ნომინაცია დაწესდა 1927 წელს როდესაც ეს წოდება მიენიჭა მფრინავს ჩარლზ ლინდბერგს, რომელმაც ისტორიაში პირველად, მარტო გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.
შერჩევის კრიტერიუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წლის პიროვნებას ირჩევს აღმასრულებელი რედაქტორი. Time-ის სარედაქციო რუბრიკაში, სათაურით „თავისუფლებაზე წესრიგის დამყარება“, რიჩარდ სტენგელმა განმარტა პრინციპი, რომლითაც ჟურნალი ირჩევს ნომინანტს:
„Time-ის წლის ადამიანის ჯილდო არ არის პატივი. ეს არ არის მოწონების ნიშანი და პოპულარობის აღიარება. ეს ნომინაცია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ლიდერის თვისებებთან - გაბედულებასთან, ჩვენი პლანეტის შეცვლასთან.[3]“
|
სხვადასხვა დროს წლის ადამიანები იყვნენ: ფრანკლინ დელანო რუზველტი, ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, ჯონ კენედი, ჯორჯ უოკერ ბუში, ამერიკელი ჯარისკაცი და ასევე ინტერნეტის მომხმარებელი.
Time-ის წლის ადამიანის წოდება ორჯერ მიენიჭა 15 ადამიანს (დალაგებულია ქრონოლოგიურად): ფრანკლინ დელანო რუზველტი, იოსებ სტალინი, ჯორჯ მარშალი, ჰარი ტრუმენი, უინსტონ ჩერჩილი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, დენ სიაოპინი, მიხეილ გორბაჩოვი, ბილ კლინტონი, ამერიკელი ჯარისკაცი (აბსტრაქტული გაგება), ჯორჯ უოკერ ბუში, ბარაკ ობამა.
Time-ის წლის ადამიანის წოდება სამჯერ მიენიჭა ფრანკლინ დელანო რუზველტს.
პიროვნებების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფოტო | ლაურეატი | ცხოვრების წლები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
1927 | ჩარლზ ლინდბერგი | 1902—1974 | პირველი და ყველაზე ახალგაზრდა წლის ადამიანი, მფრინავი, რომელმაც პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს ნიუ-იორკიდან პარიზამდე. | |
1928 | უოლტერ კრაისლერი | 1875—1940 | 1928 წელს კრაისლერი აკვირდებოდა Chrysler Corporation-ს გავლენას Dodge-ზე კრაისლერ ბილდინგის მშენებლობის დაწყებამდე. | |
1929 | ოუენ იანგი | 1874—1962 | იანგი 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტს, რომელმაც შეიმუშავა იანგის გეგმა, პროგრამა არეგულირებდა გერმანიის რეპარაციის საკითხებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. | |
1930 | მაჰათმა განდი | 1869—1948 | განდი იყო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი. 1930 წელს ხელმძღვანელობდა მარილის მარშს, რომელიც იყო 390 კილომეტრიანი საპროტესტო მარში ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მარილზე გადასახადების დაწესების საწინააღმდეგოდ. | |
1931 | პიერ ლავალი | 1883—1945 | 1931 წელს ლავალი პირველად აირჩიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. ლავალი პოპულარული იყო ამერიკჯულ პრესაში, როდესაც გამოვიდა ჰუვერის მორატორიუმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ვალების გადახდის დროებით გაყინვას პირველ მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც არაპოპულარული იყო როგორც საფრანგეთში, ასევე შეერთებულ შტატებში. | |
1932 | ფრანკლინ დელანო რუზველტი | 1882—1945 | რუზველტმა დამაჯერებლად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი. | |
1933 | ჰიუ ჯონსონი | 1882—1942 | 1933 წელს ჯონსონი დასახელდა აღდგენის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორად, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დაავალა შეექმნათ „კარგი პრაქტიკის“ კოდექსი და დაესტაბილურებინათ ფასები. | |
1934 | ფრანკლინ დელანო რუზველტი | 1882—1945 | რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი 1933-1945 წლებში. 1934 წელს რუზველტის ახალმა კურსმა თავისი დადებითი შედეგები გამოიღო. | |
1935 | ჰაილე სელასიე I | 1892—1975 | სელასიე იყო ეთიოპიის იმპერატორი 1935 წელს, როდესაც იტალიის არმია შეიჭრა ეთიოპიაში, რითაც დაიწყო იტალია-ეთიოპიის მეორე ომი. | |
1936 | უოლის სიმპსონი | 1896—1986 | პირველი ქალი წლის ადამიანი. 1936 წელს სიმპსონის ურთიერთობამ მეფე ედუარდ VIII-თან აიძულა მეფე დაეტოვებინა ტახტი, რათა დაქორწინებულიყო მასზე. | |
1937 | ჩან კაიში | 1887—1975 | ჩან კაიში იყო ჩინეთის პრემიერ-მინისტრი 1937 წელს, როდესაც დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. | |
სუნ მეილინი | 1897—2003 | სუნ მეილინი იყო ჩან კაიშის ცოლი 1927 წლიდან 1975 წლამდე. ჟურნალმა ისინი წლის ადამიანად და ცოლად დაასახელეს. | ||
1938 | ადოლფ ჰიტლერი | 1889—1945 | როგორც რაიხკანცლერი ჰიტლერი ხელმძღვანელობდა ავსტრიისა და სუდეტის ოლქის შეერთებას გერმანიასთან მიუნხენის შეთანხმების თანახმად. | |
1939 | იოსებ სტალინი | 1878—1953 | 1939 წელს სტალინი იყო სსკპ ცკ-ის გენერალური მდივანი, პრაქტიკულად კი საბჭოთა კავშირის ლიდერი. | |
1940 | უინსტონ ჩერჩილი | 1874—1965 | ჩერჩილი 1940 წელს იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, როდესაც გაიმართა დიუნკერკის ოპერაცია. | |
1941 | ფრანკლინ დელანო რუზველტი | 1882—1945 | 1941 წელს რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი, მის დროს მოხდა თავდასხმა პერლ-ჰარბორზე, გამოუცხადა ომი იაპონიას, რომლის შედეგადაც აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებში. პერლ-ჰარბორზე თავდასხმამდე ჟურნალმა დამბო აირჩია წლის ადამიანად, მაგრამ შემდეგ იგი შეცვალეს რუზველტის პერსონით. | |
1942 | იოსებ სტალინი | 1878—1953 | 1942 წელს სტალინი იყო საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი. ამ წელს მან მოიგო სტალინგრადის ბრძოლა. | |
1943 | ჯორჯ მარშალი | 1880—1959 | როგორც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი 1943 წელს, გენერალმა მარშალმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებში. | |
1944 | დუაიტ ეიზენჰაუერი | 1890—1969 | 1944 წელს გენერალი ეიზენჰაუერი იყო მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ოპერაცია ოვერლორდის დროს. | |
1945 | ჰარი ტრუმენი | 1884—1972 | ტრუმენი გახდა პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ და გასცა ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის ბრძანება. | |
1946 | ჯეიმზ ბირნსი | 1879—1972 | 1946 წელს, ირანის კრიზისის დროს ბირნსი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი და იდგა სტალინის მტკიცე ოპოზიციაში. მისმა სიტყვამ, „გერმანიის პოლიტიკის გადახედვა“, საფუძველი დაუდო აშშ-ს მომავალ პოლიტიკას, მიეტოვებინა მორგენთაუს გეგმის ეკონომიკური პოლიტიკა და გერმანელებს მომავლის იმედი მისცა. | |
1947 | ჯორჯ მარშალი | 1880—1959 | 1947 წელს სახელმწიფო მდივნად დანიშნული ჯორჯ მარშალი გახდა მარშალის გეგმის შემოქმედი. | |
1948 | ჰარი ტრუმენი | 1884—1972 | ტრუმენი 1948 წელს აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საარჩევნო მოულოდნელობად ითვლება. | |
1949 | უინსტონ ჩერჩილი | 1874—1965 | „ნახევარი საუკუნის კაცად“ დასახელებულმა ჩერჩილმა დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამდე მიიყვანა. 1949 წელს ჩერჩილი ოპოზიციის ლიდერი იყო. | |
1950 | ამერიკელი ჯარისკაცი | წარმოადგენდნენ აშშ-ს ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ კორეის ომში (1950-1953 წწ.). | ||
1951 | მოჰამედ მოსადიკი | 1882—1967 | 1951 წელს მოჰამედ მოსადიკი აირჩიეს ირანის პრემიერ-მინისტრად და განდევნა დასავლური ნავთობკომპანიები, რამაც საფუძველი დაუდო აბადანის კრიზისს. | |
1952 | ელისაბედ II | დ. 1926 | 1952 წელს ელისაბედ II ავიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე, მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. | |
1953 | კონრად ადენაუერი | 1876—1967 | 1953 წელს ადენაუერი ხელახლა აირჩიეს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე. | |
1954 | ჯონ ფოსტერ დალესი | 1888—1959 | 1954 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დალესი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციის შემოქმედი. | |
1955 | ჰარლოუ კარტისი | 1893—1962 | კარტისი იყო General Motors-ის პრეზიდენტი 1953-1958 წლებში. 1955 წელს General Motors-მა გაყიდა 5 მლნ ავტომობილია და გახდა პირველი კორპორაცია, რომელმაც გამოიმუშავა 1 მლრდ აშშ დოლარი წელიწადში. | |
1956 | უნგრული წინააღმდეგობა | წარმოადგენს უნგრელ რევოლუციონერებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 1956 წლის წარუმატებელ აჯანყებაში. | ||
1957 | ნიკიტა ხრუშჩოვი | 1894—1971 | 1957 წელს ხრუშჩოვმა გააძლიერა თავისი ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირში, პრეზიდიუმის წევრების მიერ მისი გათავისუფლების შესახებ შეთქმულების გამოვლენით და ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს კოსმოსურ რბოლაში Sputnik 1-ის გაშვებით. | |
1958 | შარლ დე გოლი | 1890—1970 | 1958 წლის მაისში დე გოლი დანიშნეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად და საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის დაცემისა და მეხუთე რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, დეკემბერში აირჩიეს მეხუთე რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად. | |
1959 | დუაიტ ეიზენჰაუერი | 1890—1969 | ეიზენჰაუერი იყო აშშ-ის პრეზიდენტი 1953-1961 წლებში. | |
1960 | ამერიკელი მეცნიერები | წარმომადგენლები: ლაინუს პოლინი, ისიდორ აიზეკი, ედვარდ ტელერი, ჯოშუა ლედერბერგი, დონალდ არტურ გლაზერი, უილარდ ლიბი, რობერტ ვუდვარდი, ჩარლზ სრტაკ დრეიპერი, უილიამ შოკლი, ემილიო სეგრე, ჯონ ენდერსი, ჩარლზ ტაუნზი, ჯორჯ ბიდლი, ჯეიმზ ვან ალენი და ედვარდ პიორსელი | ||
1961 | ჯონ ფიცჯერალდ კენედი | 1917—1963 | კენედიმ თანამდებობა დაიკავა 1961 წელს, მოაწყო წარუმატებელი შეჭრა კუბაში, აშშ-ში გაწვრთნილი კუბელი დევნილების მიერ. | |
1962 | იოანე XXIII | 1881—1963 | იოანე XXIII იყო რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური 1958-1963 წლებში. 1962 წელს იგი გახდა შუამავალი კარიბის კრიზისის დროს და ორივე დაპირისპირებული მხრიდან მიიღო დამსახურებული ქება. იმავე წელს მან ასევე მოიწვია ვატიკანის მეორე საეკლესიო კრება. | |
1963 | მარტინ ლუთერ კინგი | 1929—1968 | აშშ-ში შავკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლთა ლიდერი. 1963 წელს მან წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“. | |
1964 | ლინდონ ჯონსონი | 1908—1973 | ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1964 წელს, მას შემდეგ, რაც მიიღო სამოქალაქო უფლებების აქტი, რომელმაც ომი გამოუცხადა სიღარიბეს და გააძლიერა აშშ-ის ძალები ვიეტნამის ომში. | |
1965 | უილიამ უოსტმორლენდი | 1914—2005 | გენერალი უოსტმორლენდი იყო ამერიკის ძალების მეთაური სამხრეთ ვიიეტნამში. | |
1966 | „ბეიბი ბუმერი“ | წარმოადგენენ 25 წლამდე ასაკის ამერიკელი ქალებისა და მამაკაცების თაობას. | ||
1967 | ლინდონ ჯონსონი | 1908—1973 | ლინდონ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1963-1969 წლებში. | |
1968 | აპოლონ-8-ის ასტრონავტები | 1968 წელს აპოლონ-8-ის ეკიპაჟი (უილიამ ელისონ ანდერსი, ფრენკ ბორმანი და ჯეიმზ ლოველი) გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებიც გასცდნენ დედამიწის ორბიტას, შემოუარეს მთვარეს და გზა გაუხსნეს 1969 წელს მთვარეზე დაშვებას. | ||
1969 | აშშ-ს საშუალო კლასი | ასევე ცნობილია როგორც ჩუმი უმრავლესობა. | ||
1970 | ვილი ბრანდტი | 1913—1992 | გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი ცნობილი იყო „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი ურთიერთობის დამყარების მცდელობით“ „საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთის ბლოკისადმი თამამი მიდგომის“ წყალობით. | |
1971 | რიჩარდ ნიქსონი | 1913—1994 | რიჩარდ ნიქსონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1969-1974 წლებში. | |
1972 | რიჩარდ ნიქსონი | 1913—1994 | 1972 წელს რიჩარდ ნიქსონი პრეზიდენტის რანგში ესტუმრა ჩინეთს და გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია აღნიშნულ ქვეყანას. მოგვიანებით ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებას სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (SALT-I), რის შემდეგაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დამაჯერებელი წარმატებით აირჩიეს პრეზიდენტად მეორე ვადით. | |
ჰენრი კისინჯერი | დ. 1923 | კისინჯერი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკიტხში თან ახლდა რიჩარდ ნიქსონს 1972 წელს ჩინეთში ვიზიტის დროს. | ||
1973 | ჯონ სირიკა | 1904—1992 | 1973 წელს, როგორც აშშ-ის რაიონული სასამართლოს კოლუმბიის ოლქის თავმჯდომარემ, უბრძანა პრეზიდენტ ნიქსონს გამოექვეყნებინა თეთრი სახლის ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია უოტერგეიტთან. | |
1974 | ფეისალი | 1906—1975 | ფაისალმა, საუდის არაბეთის მეფემ, აღიარება მოიპოვა 1973-1974 წლებში ნავთობის კრიზისის პერიოდში, როდესაც საუდის არაბეთმა მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნავთობის გატანა შეწყვიტა იომ-ქიფურის ომის დროს ისრაელისადმი დასავლეთის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად. | |
1975 | ამერიკის ფემინისტური მოძრაობა | წარმომადგენლები: სუსან ბროუნმილერი, კეტლინ ბერლი, ელისონ შიკი, ჯილ კონვეი, ბეტი ფორდი, ელა გრასო, კარლა ჰილზი, ბარბარა ჯორდანი, ბილი ჯეინ კინგი, კაროლ სატონი, სუზი შარფი და ედი უაიტი. | ||
1976 | ჯიმი კარტერი | დ. 1924 | 1976 წელს კარტერი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდო. | |
1977 | ანვარ სადათი | 1918—1981 | სადათი 1977 წელს ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში და გახდა პირველი არაბი ლიდერი რომელიც ესტუმრა ისრაელს, რათა ემსჯელათ ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობებზე. | |
1978 | დენ სიაოპინი | 1904—1997 | ჩინეთის ვიცე-პრემიერი. დაამხო ხუა გოფენი და ჩინეთზე დაამყარა სრული კონტროლი. | |
1979 | აიათოლა ხომეინი | 1902—1989 | ხომეინი ხელმძღვანელობდა ირანის ისლამურ რევოლუციას და გახდა ირანის უზენაესი ლიდერი. | |
1980 | რონალდ რეიგანი | 1911—2004 | 1980 წელს რეიგანი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი. | |
1981 | ლეხ ვალენსა | დ. 1943 | პოლონური პროფკავშირის „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი და გდანსკის შეთანხმების შემოქმედი. | |
1982 | პერსონალური კომპიუტერი | აღიარეს „წლის მანქანად“, დაიწყო საინფორმაციო ეპოქის გარიჟრაჟი. | ||
1983 | რონალდ რეიგანი | 1911—2004 | 1983 წელს რეიგანმა გასცა გრენადაში შესვლის ბრძანება და მხარს უჭერდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივას. | |
იური ანდროპოვი | 1914—1984 | ანდროპოვი, როგორც სკკპ ცკ-ის გენერალური მდივაი, აქტიურად აკრიტიკებდა სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივას. 1983 წელს მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია და გარდაიცვალა 1984 წელს. | ||
1984 | პეტერ აბეროტი | დ. 1937 | აბეროტი ხელმძღვანელობდა1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, რომელსაც ბოიკიოტი გამოუცხადა საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა. | |
1985 | დენ სიაოპინი | 1904—1997 | ჩინეთის უზენაესი ლიდერის რანგში, მან თავი გამოიჩინა „რადიკალური ეკონომიკური რეფორმებით, რომლებიც დაუპირისპირდნენ ორთოდოქს მარქსისტებს“. | |
1986 | კორასონ აკინო | 1933—2009 | 1986 წელს აკინო გახდა ყვითელი რევოლუციის თვალსაჩინო ფიგურა, რომელიც აირჩიეს ფილიპინების პრეზიდენტად. | |
1987 | მიხეილ გორბაჩოვი | დ. 1931 | სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი 1987 წელს ხელმძღვანელობდა პერესტროიკას. | |
1988 | გარემოს დაცვა | წლის პლანეტა. | ||
1989 | მიხეილ გორბაჩოვი | დ. 1931 | აღიარეს ათწლედის ადამიანად. გორბაჩოვმა როგორც სკკპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა ჩაატარა პირველი თავისუფალი არჩევნები აღმოსავლეთის ბლოკის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე. | |
1990 | ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში | 1924— 2018 | ბუში, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა ომს სპარსეთის ყურეში (1990-1991). | |
1991 | ტედ ტარნერი | დ. 1938 | CNN-ის დამაარსებელი. კონკრეტულად, CNN-მა გააშუქა ოპერაცია ქარიშხალი უდაბნოში და სპარსეთის ყურის ომი. | |
1992 | ბილ კლინტონი | დ. 1946 | 1992 წელს კლინტონი იყო აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში. | |
1993 | «მშვიდობისმყოფელები» | წარმომადგენლები: იასირ არაფატი, ფრედერიკ დე კლერკი, ნელსონ მანდელა და იცხაკ რაბინი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დე კლერკმა 1990 წელს მანდელას ციხიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა. დაასრულა აპარტეიდიа. | ||
1994 | იოანე-პავლე II | 1920—2005 | რომის პაპი 1978-2005 წლებში. | |
1995 | ნიუტ გინგრიჩი | დ. 1943 | ე. წ. რესპუბლიკური რევოლუციის ანუ რესპუბლიკური პარტიის ტრიუმფის ლიდერი, რამაც გამოიწვია გინგრიჩის არჩევა წარმომადგენელთა პალატის სპიკერად. | |
1996 | დევიდ ჰო | დ. 1952 | დევიდ ჰომ პირველად ჩაატარა შიდსის კვლევა. | |
1997 | ენდი გროვი | 1936—2016 | 1997 წელს იყო კომპანია Intel-ის ხელმძღვანელი. | |
1998 | ბილ კლინტონი | დ. 1946 | 1998 წელს მის წინააღმდეგ ლევინსკის სკანდალის გამო დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა. სენატმა არ აღიარა მისი დანაშაული. | |
კენეთ სტარი | დ. 1946 | იურისტი, რომელმაც გამოაქვეყნა ანგარიში, რასაც მოჰყვა კლინტონის იმპიჩმენტის პროცედურა. | ||
1999 | ჯეფ ბეზოსი | დ. 1964 | Amazon-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი. | |
2000 | ჯორჯ უოკერ ბუში | დ. 1946 | 2000 წელს გახდა პრეზიდენტი და დაამარცხა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი. | |
2001 | რუდოლფ ჯულიანი | დ. 1944 | რუდოლფ ჯულიანი იყო ნუ-იორკის მერი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების დროს. | |
2002 | „ინფორმატორები“ | წარმომადგენლები: სინტია კუპერი, კოლინ როული და შერონ უოტკინსი.
2001 წელს, უოტკინსმა გამოავლინა სააღრიცხვო შეცდომები Enron-ის ფინანსურ ანგარიშებში, რომელიც წარადგინა კონგრესის კომიტეტების წინაშე მომდევნო წელს. 2002 წელს კუპერმა გამოავლინა 3,8 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითობა WorldCom-ში. იმ დროს, ეს იყო ყველაზე დიდი თაღლითობა აშშ-ს ისტორიაში. 2002 წელს, როულიმ, FBI-ის აგენტმა, ჩვენება მისცა FBI-ს მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შესახებ ინფორმაციის არასწორად გამოყენების შესახებ. | ||
2003 | ამერიკელი ჯარისკაცი | წარმოადგენდა აშშ-ის ძალებს მსოფლიოში, განსაკუთრებით ერაყის ომში (2003-2011). | ||
2004 | ჯორჯ უოკერ ბუში | დ. 1946 | 2004 წელს იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა აშშ-ს ერაყის ომის დროს. | |
2005 | კეთილი სამარიტელები | წარმომადგენლები: ბონო, ბილ გეიტსი და მელინდა გეიტსი.
ბონო, როკ-ჯგუფ U2-ს წევრი, 2005 წელს დაეხმარა კონცერტების ორგანიზებაში Live 8-ს. ბილ გეიტსი Microsoft-ის დამაარსებელი და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, და მისი ცოლი მელინდა გეიტსი, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი. | ||
2006 | ფაილი:Time youcover01.jpg | შენ! You | წარმოადგენს ცალკეულ კონტენტის შემქმნელებს მსოფლიო ქსელში. | |
2007 | ვლადიმირ პუტინი | დ. 1952 | რუსეთის პრეზიდენტი. | |
2008 | ბარაკ ობამა | დ. 1961 | 2008 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა ჯონ მაკკეინი. | |
2009 | ბენ ბერნანკე | დ. 1953 | ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელი 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს. | |
2010 | მარკ ცუკერბერგი | დ. 1984 | Facebook-ის დამაარსებელი. | |
2011 | საპროტესტო აქციის მონაწილე | რამდენიმე საპროტესტო აქციის მონაწილეები, მაგალითად — არაბული გაზაფხული, „აღშფოთებულთა მოძრაობა“ ესპანეთში, „უოლ-სტრიტის დაკავება“, ჩაის სმის მოძრაობა. ასევე ჩილეს, საბერძნეთის, ინდოეთის, ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საპროტესტო აქციების მონაწილეები. | ||
2012 | ბარაკ ობამა | დ. 1961 | 2012 წელს ხელმეორედ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად და დაამარცხა მიტ რომნი. | |
2013 | პაპი ფრანცისკე | დ. 1936 | კონკლავმა 2013 წელს აირჩია რომის პაპად, მას შემდეგ რაც გადადგა ბენედიქტე XVI. | |
2014 | ებოლასთან მებრძოლები[4] | ებოლას ვირუსთან მებრძოლი მედიცინის მუშაკები. | ||
2015 | ანგელა მერკელი[5] | დ. 1954 | გერმანიის კანცლერი 2005-2021 წლებში. | |
2016 | დონალდ ტრამპი[6] | დ. 1946 | 2016 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამარცხა ჰილარი კლინტონი. | |
2017 | „დუმილის დამრღვევები“ | ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ. | ||
2018 | „მცველები“ | ჟურნალისტები, რომლებსაც დევნიდნენ თავიანთი შეხედულებებისა და სიმართლის ძიების გამო. ეს ტიტული მსოფლიოს რამდენიმე ჟურნალისტს მიენიჭა. სიის სათავეში გარდაცვლილი საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი დგას. | ||
2019 | გრეტა ტუნბერგი | დ. 2003 | შვედი სკოლის მოსწავლე, ეკოლოგიის აქტივისტი, აქტიურად გამოდის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებებით. | |
2020 | ჯო ბაიდენი | დ. 1942 | 2020 წელს ჯო ბაიდენი აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, დაამარცხა დონალდ ტრამპი. | |
კამალა ჰარისი | დ. 1964 | 2020 წელს კამალა ჰარისი აირჩიეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად. | ||
2021 | ილონ მასკი | დ. 1971 | ამერიკელი მეწარმე, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, Forbes-ის მიხედვით უმდიდრესი ადამიანი. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Time's Person of the Year 1927–2011. Time (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 26, 2013. ციტირების თარიღი: იანვარი 4, 2022.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Eliza Gray. „Person of the Year – TIME“. TIME.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 13, 2015. ციტირების თარიღი: July 25, 2015.
- ↑ (2002) Person of the Year: 75th Anniversary Celebration, Special Collector's, New York: Time Books. OCLC 52817840.
- ↑ Choosing Order Before Freedom
- ↑ The ebola fighters.(ინგლისური)
- ↑ Гиббс, Нэнси. (9 декабря 2015) The Choice: Why Angela Merkel Is TIME’s Person of the Year 2015. TIME. ციტირების თარიღი: 2015-12-09.
- ↑ Шерер, Майкл. (7 декабря 2016) Donald Trump: TIME Person of the Year 2016. TIME. ციტირების თარიღი: 2016-12-07.