მთავარისაქართველოსაქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს.

საგარეო უწყების ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ითქვა, რომ ქართული მხარე შეშფოთებულია, ასევე მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ორ ქვეყანას შორის არსებულ მდგომარეობას აზიანებს.

დიპლომატიური უწყების განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend